Baby Bag

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება 119-ე სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.

მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.

სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.

ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.

შეიძლება დაინტერესდეთ

Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - წერილი, რომელსაც ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს

Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - წერილი, რომელსაც ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს

Ms Teams-თან დაკავშირებული კითხვები და მარტივი პასუხები - ამ წერილს ყველა მასწავლებელი, დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენელი მიიღებს ხვალ დილამდე ელფოსტაზე.

1. კითხვა: როგორ შევიდეთ Microsoft Teams-ში?

პასუხი: https://shorturl.at/j​uBK6​
2. კითხვა: ვმუშაობდი ჩემ მიერ შექმნილ კლასში და გამომიჩნდა ავტომატურად შექმნილი კლასები, როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში?
3. კითხვა: როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი ისე, რომ მოსწავლემ ვერ შეძლოს სხვა მონაწილისათვის ხმის გათიშვა ან გაკვეთილიდან გაგდება.
პასუხი: ყოველკვირეულად განმეორებადი გაკვეთილის დანიშნვა, მოსწავლეებისთვის შეზღუდული უფლებებით: https://b​it.ly/2ycXrG0​
ინსტრუქცია მათთვის, ვინც მხოლოდ მობილურ ტელეფონს იყენებს: https://bit.ly​/2KIxUqW​
4. კითხვა: ეკრანის გაზიარების დროს არ ისმის კომპიუტერში ჩართული ვიდეოს/აუდიოს ხმა, ან ისმის დაბალ ხმაზე.
პასუხი: პირველ რიგში, უნდა სარგებლობდეთ გადმოწერილი/დაინსტალირებული Microsoft Teams-ით. გადმოწერა >> https://bit.ly/2KNV​Hpq​
ეკრანის გაზიარების დროს ხმის ჩართვის და ხმის აწევის ინსტრუქცია >> http​s://bit​.ly/35g5Ft8​
5. კითხვა: ბრაუზერიდან შევდივარ Microsoft teams-ში, მაგრამ დაინსტალირებული აპლიკაციიდან - ვერ.
პასუხი: თუ დაინსტალირებული Microsoft Teams-დან ავტორიზაცია არ ხდება (მაგრამ ბრაუზერიდან შედიხართ) სავარაუდოდ, კომპიუტერზე დრო და სარტყელი გაქვთ გასასწორებელი +4-ზე >> https://shor​turl​.at/adLR3​
6. კითხვა: როგორ გავუგზავნოთ დავალება მოსწავლეს/ როგორ შეასრულოს დავალება მოსწავლემ?
7. კითხვა: როგორ შევამოწმოთ კლასში მოსწავლეების აქტივობა/ჩართულობა?
8. კითხვა: როგორ დავასრულოთ გაკვეთილი ყველა მონაწილესათვის?
9. კითხვა: როგორ გავაკეთოთ გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი.
პასუხი: https://bit.ly​/2xl9jVY

10. კითხვა: როგორ წავშალოთ ჩვენ მიერ გაკეთებული ვიდეოჩანაწერი საჭიროების შემთხვევაში.
11. კითხვა: როგორ დავტოვოთ კლასი მისი წაშლის გარეშე? ან როგორ წავშალოთ შეცდომით დამატებული მოსწავლე ან კოლეგა კლასიდან, შევუცვალოთ სტატუსი Owner-იდან Member-ზე.
12. კითხვა: როგორ შევქმნათ გამორჩენილი კლასი მარტივად?
პასუხი: კლასის შექმნა შაბლონის მიხედვით: https:​//bit.ly/2SnWjpR​
13. კითხვა: როგორ შემოუერთდეს მოსწავლე დაწყებულ გაკვეთილს?
პასუხი: shorturl.at/​gn​YZ5
14. კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს დავიწყებული პაროლის ან ელფოსტის აღდგენაში?
პასუხი: მოსწავლის მშობელს შეუძლია შვილის პაროლის აღდგენა https://reset.​emis.ge -ს საშუალებით, (როდესაც Eschool-ში მშობელის ტელეფონის ნომერი იქნება სწორად ჩაწერილი) ან ნებისმიერ მასწავლებელს მოსწავლისთვის პაროლის აღდგენა მოცემული ინსტრუქციით: https://bit.ly/3d4h​O6S , მასწავლებელს კი საკუთარი პაროლის აღდგენა https:/​/reset.emis.ge -ს საშუალებით.
15. კითხვა: როგორ გავიგოთ მოსწავლის/მასწავლებლის ელფოსტა, რომელიც კერძო სკოლიდან გადმოვიდა ჩვენს სკოლაში?
პასუხი: (eSchool), მოსწავლის კლასზე განაწილების შემდგომ, მოსწავლის ბარათში, 24 საათში ავტომატურად აისახება მოსწავლის ელ-ფოსტა, ხოლო, მასწავლებლის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ასახვა განხორციელდება პერსონალში დამატების შემდგომ.

სხვა დანარჩენ სავარაუდო კითხვებზე პასუხები, როგორც ვიდეო, ასევე PDF სახით შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციების​ საიტზე.
წაიკითხეთ სრულად