განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინსტრუქციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნისათვის.
სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა წინა წელთა შედარებით 5,3%-ით შემცირდა
2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2%-ია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პედაგოგების რაოდენობა 2015/2016- 2019/2020 სასწავლო წლებში.