განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს ინსტრუქციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო საათობრივი ბადის შექმნისათვის.
გამოცდები 2020 - საგამოცდო ცენტრები და მისასვლელი მარშრუტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს. ცენტრის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;