Baby Bag

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა დუბაიში გაემგზავრა. 

„არ ვნერვიულობ. ვთვლი, რომ მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, ეს უკვე გამარჯვებაა და ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს საქართველოს გამარჯვებაა," - აღნიშნა გამგზავრების წინ ლადო აფხაზავამ. 

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

15 ნოემბრიდან [email protected]ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება

15 ნოემბრიდან Reset@emis.ge-ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 15 ნოემბრიდან [email protected]ს საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი მოსწავლის (@students.gov.ge) მომხმარებლის პაროლის ცვლილება. მათივე ცნობით, პაროლის ცვლილება შესაძლებელი იქნება http://reset.emis.ge -დან.


პაროლის ცვლილების ინსტრუქცია: https://youtu.be/R1O6vz9puJg

წაიკითხეთ სრულად