ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ინფორმაციას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სწორედ ეს ფონდი გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა დუბაიში გუშინ გაემგზავრა, სადაც 24 მარტს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება.
„როდესაც მეორეკლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე მასწავლებელი წარბებს აზიდავს და ხმამაღლა იკითხავს: „ეს როგორ არ იცი?“ ჩნდება საფრთხე, რომ ბავშვმა აღარასოდეს დასვას შეკითვა,“ - მედეა ზირაქაშვილი
ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მასწავლებლების მხრიდან ბავშვის მიმართ არასწორი დამოკიდებულებების გამოვლენის რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, სკოლებს ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროებათ:
„როდესაც, II კლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე, მასწავლებელი წარბებს აზიდავს, გაკვირვებულ ინტონაციას მოირგებს და ხმამაღლა, კლასის გასაგონად იქით იკითხავს: „ეს როგორ არ იცი?"
ჩნდება საფრთხე იმის, რომ:
ამ ბავშვმა აწი აღარასოდეს დასვას შეკითხვა, უბრალოდ შეეშინდეს შეკითხვის დასმის."სისულელედ ხომ არ აღიქვამენ ჩემს შეკითხვას"?
გაუჩნდეს თვითშეფასების სერიოზული პრობლემა,რადგან მან ხომ ელემენტარული არ იცის....
ეს პრობლემების კასკადის რისკების, მინიმალური, ჩამონათვალია.
მეტი ინფორმაცია სკოლებს, ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოწყვლადობაზე, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე და არა ჩაკვლა-ჩაქოლვაზე....“ - წერს მედეა ზირაქაშვილი.