Baby Bag

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

სკოლის მოსწავლეებმა 100-ლარიანი კუპიურების დიზაინი შექმნეს - იხილეთ ნამუშევრები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებულ შემოქმედებით ღია კონკურსში, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკი 100" წლისთავს ეძღვნება, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა. 

კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.

იხილეთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ​ნამუშევრები.


შეიძლება დაინტერესდეთ

მიდის-მოდის იქვე დგას, რა არის? - გამოცანები 90-იანი წლებიდან

მიდის-მოდის იქვე დგას, რა არის? - გამოცანები 90-იანი წლებიდან

90-იანი წლები ბევრ ცუდთან, თუმცა ამავე დროს კარგთანაც ასოცირდება. ყველას გვახსოვს უშუქობა, სიდუხჭირე, ე.წ „კერასინკა“და „დვიჟოკი“, შუქიან მეზობლებში სერიალების საყურებლად ან დენდის, კლასობანას, ქალაქობანას სათამაშოდ სიარული. 

90-იანი წლებში სამეზობლოში ერთ-ერთი გასართობი საშუალება იყო გამოცანები, რომლებსაც ​​​MomsEdu.ge გთავაზობთ. 

ჩვენ მხოლოდ 5 გამოცანა გაგვახსენდა, დანარჩენი თქვენ დაამატეთ და კომენტარებში მოგვწერეთ

1. ​მიდის-მოდის იქვე დგას...

2. გარეთ ატლასი შიგნით ათასი...

3. ვკეცე-ვკეცე ვერ დავკეცე...

4. ვაშრე-ვაშრე ვერ გავაშრე...

5. ვუარე-ვუარე ვერ შემოვუარე...

წაიკითხეთ სრულად