Baby Bag

რა დაინახეთ სურათზე პირველად? - თქვენი პასუხი თქვენი ყველაზე დიდი შიშის ამოცნობაში დაგეხმარებათ

რა დაინახეთ სურათზე პირველად? - თქვენი პასუხი თქვენი ყველაზე დიდი შიშის ამოცნობაში დაგეხმარებათ

შეხედეთ სურათს. რამ მიიქცია თქვენი ყურადღება პირველ რიგში? თქვენი პასუხი თქვენი ყველაზე დიდი შიშის ამოცნობაში დაგეხმარებათ.



​ტესტის პასუხი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? 

პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

ავტორი: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

წაიკითხეთ სრულად