Baby Bag

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი ბიჭი, რომლის შესრულებულმა სიმღერამ სოციალური ქსელი დაიპყრო?

ინტერნეტვარსკვლავი ანდრეა ხალვაშის ვიდეომ, რომელშიც ის დაბადების დღის მისალოც სიმღერას სახალისო სტილით ასრულებს, სოციალური ქსელი დაიპყრო. ანდრეამ დედასთან თეა მალაყმაძესთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ცნობილი ვიდეოს გადაღების ისტორიაზე ისაუბრა:

„სიმღერის შესრულებისას კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა,რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“

„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

რა მოქმედებაა, რა ვითარებაა? - 15 ფოტო, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება ეს გამოთქმა

რა მოქმედებაა, რა ვითარებაა? - 15 ფოტო, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება ეს გამოთქმა

ამ სტატიაში წარმოგიდნეთ უცნაურ ფოტოებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უხდებათ გამოთქმა - რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?

1. ძალიან საჭირო კიბეებია

2. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს შესანიშნავი ადგილია შამპუნების გასაყიდად

3. ვიღაცამ კი ჩათვალა, რომ კარი ამ ადგილას აუცილებელია

4. აშკარად ძალიან დაცული ჭიშკარია

5. საკმაოდ უცნაური უჯრაა

6. რა მოქმედებაა? რა ვითარებაა?

7. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს შესანიშნავი ადგილია მაგიდისა და სკამების დასადგმელად

8. თქვენც ფიქრობთ, რომ აქ მანქანის დაყენება შეუძლებელია?

9. აქ იწყება და აქვე მთავრდება ველობილიკი

10. აშკარად არადამაბნეველი წარწერებია მარილისა და წიწაკის შესანახ ყუთებზე

11. ამ ფანჯრიდან მართლაც რომ შესანიშნავი ხედი იშლება 

12. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ცხელი წყალი სულაც არაა საჭირო

13. აბა გაერკვიეთ ამ შუქნიშნებში

14. კალათბურთის სათამაშოდ ზედგამოჭრილია ეს ადგილი

15. და ბოლოს, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს ბოთლი გამჭვირვალე არ უნდა იყოს

წაიკითხეთ სრულად