ბავშვის მამა არის პირველი მამაკაცი. ის თვალებს ბავშვისკენ აცეცებს, დაძაბული ზის და გაზეთს ზედაპირულად კითხულობს. მეორე მამაკაცი კი მთლიანად ტელეფონშია ჩართული და ბავშვისადმი ყურადღებას არ იჩენს.
შეიძლება დაინტერესდეთ
„ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში ქალია დომინანტი, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული,“ - მარიამ კუბლაშვილი
„პროფესია უნდა დავტოვოთ გარეთ. ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში, ვფიქრობ, ქალია დომინანტი. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, საჭიროა მოთმინების უნარი და უნარი, რომ არ აფეთქდე. ის მომენტი, რომ კარგად გავიცანი ლევანი, მოიტანა დრომ.“
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს.
წყარო: „დილა მშვიდობისა საქართველო“