Moms.ge გთავაზობთ ფილმს დედაზე, რომელსაც ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება აქვს - ქორწინება, მიზანმიმართული შვილები, მშვენიერი სახლი, გაყოლებული მზერები და კარიერა.
ყველაფერ ამასთან ერთად იგი გადაღლილია ყველაფრით და უფსკრულთანაა. მას ყელში ამოუვიდა ყველაფერი. იგი გაერთაინდება ორ მასსავით გადაღლილ დედიკოსთან და გადაწყვეტს ბოლო მოუღოს მათ ასეთ მდგომარეობას.
ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.