Baby Bag

გაითვალისწინეთ ზაფხულის მოდის ტენდენციები და ჩააცვით თქვენს ქმრებს მოკლე შორტები

გაითვალისწინეთ ზაფხულის მოდის ტენდენციები და ჩააცვით თქვენს ქმრებს მოკლე შორტები

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - დიახ, ასეა მოდაშიც. 

წლების წინ მოკლე შორტები მოდის ტენდენცია იყო. ადრე ქალები თავიანთი მოხდენილი ფეხების გამოსაჩენად მოკლე შორტებს იცვამდნენ, ახლა კი მოკლე შორტები კაცების ზაფხულის ტრენდია. აღნიშნულ ტრენს მოდის სახლები Prada, Fendi და Missoni გვთავაზობენ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია

ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი უკვე ​თბილისშია.

მსახიობი „ნიუ ჰოსპიტალს“ეწვია, სადაც მცირეწლოვანი პაციენტები ​მოინახულა, 16:00 საათზე კი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინფორმაციით, მსახიობის გაცნობის სურვილი ბენეფიციარმა ბავშვებმა გამოთქვეს.

დღესვე მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით, გაიმართება საქველმოქმედო საღამო, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ბერი ანდრიას ფონდის“ ანგარიშზე და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციას.

თურქი მსახიობი Unicef-თან თანამშრომლობით, ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

წაიკითხეთ სრულად