Baby Bag

ამ ფილმს აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ

ამ ფილმს აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ

ფილმს, რომელსაც დღეს ​Moms.ge გთავაზობთ, თვალს ვერ მოსწყვეტთ. 

    ფილმი „ფორესტ გამპი" არის ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის პრობლემებზე მაღლა დადგა, და დაამტკიცა განსაზღვრება - სიმამაცე და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უნარი...

    დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.

    ფილმი იხილეთ ბმულზე  - ​„ფორესტ გამპი"


    შეიძლება დაინტერესდეთ

    შაბათი საღამო ამ ფილმის გარეშე არ უნდა გაატაროთ

    შაბათი საღამო ამ ფილმის გარეშე არ უნდა გაატაროთ

    ფილმი, რომელსაც ​Moms.ge გთავაზობთ, სამი ნაწილისგან შედგება. 

    პირველი ნაწილი„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი სნობ ადვოკატს, მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს. ფილმის პირველი სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსის დღიური.

    მეორე ნაწილი - „ბრიჯიტ ჯონსი 2“. იდეალური სიყვარული... იდეალური ცხოვრება. რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი - სხვა. ბრიჯიტი მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა, მას ახალი ბოსი ჰყავს. ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება. ფილმის მეორე სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსი 2.

      მესამე სერიაში - „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ თითქოს ყველაფერი დალაგდა - წარმატებული კარიერა, სახლი ლონდონის ცენტრში... მაგრამ ბრიჯიტი ბრიჯიტი არ იქნებოდა, რომ არა საინტერესო ისტორიები. იგი აღმოჩნდება იქ, სადაც არაა საჭირო. ახლა კი მან არ იცის ვინაა მისი შვილის მამა - მილიონერი თუ ცნობილი ადვოკატი. ფილმის მესამე სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი

        წაიკითხეთ სრულად