დაგვეთანხმებით, რომ საჭმელი, ოჯახი, გართობა - ეს სამი სიტყვა სრულყოფილად აღწერს სამზარეულოს, სადაც ყველას უყვარს შეკრება. თუმცა ყველა სამზარეულო ასეთი როდია. ნახეთ ფოტოები, სადაც ფუსფუსი და შეკრება ნაკლებად მოგინდებათ.
რეზო ომიაძის თქმით, ბაქტერიების საყვარელი ბუდე პირსახოცია:
„ბაქტერიების საყვარელი ბუდე არის პირსახოცი. სუფთა პირსახოცზე არანაირი ბაქტერიები არ ბინადრობდნენ. ბანაობის დროს, რაც უნდა კარგად მუშაობდეს აბაზანაში გამწოვი საშუალება, მაინც დგება ორთქლი. ორთქლის გაჩენის შემდეგ პირსახოციც სველდება და ეს არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იმისა, რომ პირსახოცის ზედაპირზე გამრავლდეს სხვადასხვა ბაქტერიები. ბანაობის დროს რეკომენდებულია, რომ პირსახოცი რაც შეიძლება შორის იყოს შხაპისგან, რათა არ მოხდეს მისი დასველება და ბაქტერიების გამრავლება.“
„აბაზანის ფარდა შხეფების მოხვედრის შემდეგ კარგად უნდა გაშრეს და ქიმიურად დამუშავდეს. თუ ქიმიურად დამუშავება ვერ შევძელით, ძმრით გავწმინდოთ. აბაზანის ფარდა თვეში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე რეზო ომიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.