Baby Bag

საახალწლო ფუსფუსისგან თუ დაიღალეთ, ამ ფილმს ჩაუჯექით

საახალწლო ფუსფუსისგან თუ დაიღალეთ, ამ ფილმს ჩაუჯექით
შობა ნიუ-იორკში - ყველაზე კარგი დრო მთელი წლის განმავლობაში. მთელს ქალაქში ათასობით ნაძვის ხე დგას, რომლებიც მშვიდობისა და სიხარულის განწყობას გვიქმნიან. თუმცა ზოგიერთები შობისგან უფრო მეტს ელიან, რაღაც არაჩვეულებრივ და ფანტასტიკურ მოვლენას.

სწორედ ამ შინაარსისა ფილმი - „შობა“, რომელსაც ​MomsEdu.ge​ საახალწლოდ გთავაზობთ. 

ფილმის მთავარ როლებში პენელოპა კრუსი, პოლ უოკერი, სიუზენ სარანდონი და სხვები არიან. 

ფილმი იხილეთ ბმულზე - „შობა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები,“ - თიკა ფაცაცია

„ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები,“ - თიკა ფაცაცია

მომღერალმა და ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ საახალწლო სუფრის ოჯახური ტრადიციების შესახებ ისაუბრა:

„მაგიდას ყველანი ერთად ვშლით. ​ერთი ტრადიცია დავნერგე. მრავალფეროვან საკვებს აღარ ვაკეთებ. ასაკთან ერთად ვისწავლე, რომ მრავალფეროვანი ჭამა არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სუფრა, რომელიც აუთვისებელი რჩება, ცუდი დანაკარგია. ჩვენი ტრადიცია ყოველთვის არის ღომი. ღომი არის დღესასწაული ჩვენთან. ღომი და ბაჟე არის ჩვენი ტრადიციული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები. გოზინაყი და ჩურჩხელაც გვაქვს.“

თიკა ფაცაციას თქმით, ოჯახში მეკვლე ყოველთვის ის არის:

„მეკვლე ყოველთვის მე ვარ. ოღონდ არავის შემომასწროს და გავრბივარ დილის რუტინის გარეშე. ამბობენ, რომ უცხო ადამიანი უფრო მნიშვნელოვანი მეკვლეაო. მეკვლეს ვანიჭებ მნიშვნელობას. ოღონდ ის, რომ ძალიან ვაკვირდები და ძალიან დავცადე ვინმე ადამიანი, ასე არ ვარ.“

​ასტროლოგიურ თემებში ჩახედვა ძალიან მიყვარს. ყოველთვის ველოდები ხოლმე რჩევებს საახალწლო კაბის ფერთან, მაგიდის გაწყობასთან დაკავშირებით. ახლა ვფიქრობ, ცისფერი კაბა სად ვიშოვო. ადრე მქონდა ასეთი წესი, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის ვდებდი საჩუქრებს. ახლა ვერ ვახერხებ, ფანტაზიაც აღარ მაქვს. სამ ოჯახის წევრს აქვს დეკემბერში დაბადების დღე და მაგათი საჩუქრებით უკვე გაყიდული ვარ. ამიტომ საახალწლოდ საჩუქრებს ვჩუქნი მხოლოდ ბავშვებს. ჩვენ ვრჩებით ასე,“- აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად