ამერიკაში გამოიგონეს სკამი, რომელზეც მუხლმოკეცილს კომფორტულად ჯდომა შეგიძლიათ. აღნიშნულ სკამს პლატფორმა და შემაღლებული დასაჯდომი აქვს, რის გამოც მასზე მუხლმოკეცილად ჯდომა დისკომფორტს არ შეგიქმნით. დიზაინერი პეკ მეთიუსი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ტრადიციული სავარძლები და სკამები განსხვავებულ პოზაში ჯდომის შემთხვევაში მას ფიზიკურ ტკივილს აყენებდნენ და უხერხულობას უქმნიდნენ. კომპიუტერთან ხანგრძლივი დროით მუშაობას ის მხოლოდ წელში გამართული და იატაკზე ფეხებდაბჯენილი ახერხებდა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მან მეგობრებს თხოვნით მიმართა და მათთან ერთად დაიწყო ფიქრი გამოსავლის ძებნაზე. საბოლოოდ ურთიერთთანამშრომლობამ საოცარი შედეგი გამოიღო. უნიკალური დიზაინის მქონე სკამი საოცრად მოხერხებულია და მასზე ჯდომისას პოზების ცვლილება მარტივად შეგიძლიათ.

