Baby Bag

„ნაკიანი წელიწადი“ - ფილმი, რომელიც 29 თებერვალს უნდა ნახოთ

„ნაკიანი წელიწადი“ - ფილმი, რომელიც 29 თებერვალს უნდა ნახოთ
ფილმი, რომლის ყურებასაც Momsedu.ge დღეს გირჩევთ, ირლანდიაში არსებულ საინტერესო ტრადიციას ეხება, რომლის მიხედვითაც, 29 თებერვალს ქალს შეუძლია ხელი სთხოვოს მამაკაცს.
ფილმის სახელწოდებაა „ნაკიანი წელიწადი“ და მისი მოკლე შინაარსი ასეთია:

კონკრეტული გეგმა, რომელიც ქალმა თავისი შეყვარებულის მიმართ შეიმუშავა და რომელიც ირლანდიური ტრადიციის მიხედვით ქალისგან ქორწინების შეთავაზებას მხოლოდ ნაკიან დღეს გულისხმობს, შესაძლოა ჩაიშალოს ამინდის გამო. ფრენა დუბლინის მიმართულებით მოსალოდნელია გადაიდოს. თუმცა, სასტუმროს მეპატრონის დახმარებით საბოლოოდ ანას მაინც უჩნდება შანსი სასურველ შედეგს მიაღწიოს და დაინიშნოს.
ფილმი იხილეთ ბმულზე - „​ნაკიანი წელიწადი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო'' - #დარჩისახლში და ამ ფილმს ჩაუჯექი

,,შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო'' - #დარჩისახლში და ამ ფილმს ჩაუჯექი

​Momsedu.ge გთავაზობთ ფილმს, რომელიც დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. 

1963 წელს რეჟისორ სტენლი კრამერის მიერ გადაღებული ფილმის - ,,შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს'' სიუჟეტი ასეთია:

ავტობანზე ავარიის მომსწრენი დაზარებულისგან გაიგებენ, რომ მას კალიფორნიაში დამარხული აქვს 350,000$. დაზარალებული გარდაიცვლება და ყველა ვინც მისი ბოლო სიტყვები მოისმინა ცდილობს პირველი ჩავიდეს კალიფორნიაში და იპოვოს განძი.

ფილმი იხილეთ ბმულზე - შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

წაიკითხეთ სრულად