Baby Bag

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ - აღნიშნული შელოცვა სოციალურ ქსელში მანანა ჯინჭარაძემ გაავრცელა. მას უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სახალისო პოსტია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იგი ერთადერთ მიზანს - კარანტინის დროს ადამიანების განწყობის ამაღლებას ემსახურება. 

შელოცვამდე კარგად დაიბანეთ ხელები, აიფარეთ პირბადე, გაიკეთეთ ხელთათმანები.

სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა,

,,შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს".
რო დაგვყავი კლასტერებად,
გედვიქეცით მასტერებად.

კოვიდიე, კორონიე,
რა ხარ, რა ეროვანი ხარ,
ჩინელი ხარ, რუსი ხარ,
ამერიკელი ხარ, კოსმოსელი ხარ,
ნამდვილი ხარ, ტყვილი ხარ,
ეიარე, დეიარე
ფეხის ფჩხილით გეიარე,
ფილტვში ხარ, ცხვირში გამოი,
ცხვირში ხარ, გარეთ გამოი,
ხელის და ფეხის ფჩხილებიდან გამოი,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
ფერიც დუუტიე,
ხორციც დუუტიე,
ჭკვა და ცნება დუუტიე,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

როის მოი, როის მიხვალ,
ორშაფათს მიხვალ, ორშაფათს წაი,
სამშაფათს მიხვალ, სამშაფათს წაი,
ოთხშაფათს მიხვალ, ოთხშაფათს წაი,
ხუთშაფათს მიხვალ, ხუთშაფათს წაი,
პარასკევს მიხვალ, პარასკევს წაი,
შაფათს მიხვალ, შაფათს წაი,
კვირას მიხვალ,კვირას წაი,
მოუსავლეთში წაი, მარილზე წაი,
გაღმა გაი, ჯანდაბაში წაი.
წაი ოღონდ, დროზე წაი.
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,

"შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს". ( 3-ჯერ)

შემდგომ, კარგად დაიბანეთ ხელები, დაასუფუთავეთ სამოსი და ბინა, დარჩით სახლში.

(ინსპირაცია და-ძმა ანდღულაძეებისა) დავით ანდღულაძე სოფიო ანდღულაძე

როგორ იცავს თავს ხალხი კორონავირუსისგან? - ნახეთ ფოტოები
​კორონავირუსი ყოველდღიურად უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება. ასე რომ, ბუნებრივია, ხალხს სურს ვირუსისგან თავი დაიცვას, ამასთან, ნიღბების დეფიციტია და ყველას არ შეუძლია ხარისხიანი სამედიცინო აღჭუ...
კორონავირუსის ეტიუდი - ვიდეო, რომელიც დღეს გაგიხალისებთ
კორონავიურუსთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში უამრავი სახალისო ფოტო და ვიდეო ​ვრცელდება. ერთერთია კორონავირუსის ეტიუდი. ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!! Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის...
„ორშაბათს კორონა გავიცანი“ - ცნობილი ლექსების ახალი ვერსიები
ქუთაისელი ლაშა ბიბიჩაძე სოციალურ ქსელში იმორისტული ლექსების ციკლს აქვეყნებს - როგორ დაწერდნენ კარანტინში მყოფი პოეტები ლექსებს. როგორც მან ​Momseudge-ს უთხრა, მისი მიზანია, ცოტა პოზიტივ...
,,სამზე მეტი, არაო, 2 შვილი მანქანაში, მესამე - ფეხით" - როგორ მგზავრობს ოჯახი საგანგებო რ...
,,სამზე მეტი, არაო" - როგორ მგზავრობს ოჯახი საგანგებო რეჟიმის პირობებში. სოფელი გვარა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი არ დაგავიწყდეთ !!!Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყვ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად