Baby Bag

„სიყვარული კორონავირუსის დროს“ - ფრანგი მხატვრის ნამუშევარი

„სიყვარული კორონავირუსის დროს“ - ფრანგი მხატვრის ნამუშევარი

კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 17 მარტიდან გამოცხადდა. ამ პერიოდში ფრანგმა ქუჩის მხატვარმა C215-მა შექმნა ნამუშევარი, სადაც გამოსახულია შეყვარებული წყვილი სამედიცინო ნიღბით. ნახატს ეწოდა „სიყვარული კორონავირუსის დროს“.

ნახატის ნაბეჭდი ვერსია ახლა უკვე იყიდება ყველგან და შემოსული თანხა ირიცხება ფონდში პარიზის საავადმყოფოების დასახმარებლად. ამჟამად C215 სახლში ხატავს კორონავირუსის პირველი მსხვერპლის, აჩა ისაადუნის პორტრეტს. მხატვარი ამბობს, რომ, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ის აჩას პორტრეტს მისი მშობლიური ქალაქის ქუჩებში დახატავს.

მომზადებულია ​www.france24.com​-ის მიხედვით

თარგმნა ნატო ღვინიაშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ინსტაგრამი VS რეალობა - სერია 2

ინსტაგრამი VS რეალობა - სერია 2

ხშირად რეალურსა და ინსტაგრამზე დადებულ ფოტოებს შორის დიდი სხვაობაა. ბლოგერი სარა პუჰტო თავისი ფოტოებით სწორედ ამ განსხვავებებს გვაჩვენებს. ზოგიერთ ფოტოში მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ორივე კადრში ერთი და იგივე გოგოა. 

ნახეთ ინსტაგრამი VS რელობა - სერია 2

სერია 1 ნახეთ ბმულზე - აი, რატომ არ უნდა დაუჯეროთ ინსტაგრამის ფოტოებს

წაიკითხეთ სრულად