თუ სახალისო ტესტების მოყვარული ხართ, MomsEdu.ge მორიგ საინტერესო თავსატეხს გთავაზობთ.
თქვენს წინაშეა მრგვალი ფორმის ტორტი, რომელზეც 7 სანთელი ანათებს, თქვენ თითოეული მათგანი უნდა ჩააქროთ. მთავარია შემდეგი წესები გაითვალისწინოთ: როდესაც ერთ სანთელს ჩააქრობთ, მის გვერდით მდებარე სანთლებიც ჩაქრება, თუ ჩამქრალ სანთელს სულს შეუბერავთ, მისი ალი კვლავ გაჩაღდება. გახსოვდეთ, რომ როდესაც სანთელს სულს უბერავთ, ის ქრება ან ხელახლა ანათებს (მის გვერდით მდებარე სანთლების ჩათვლით). როგორ უნდა ჩააქროთ ყველა სანთელი ისე, რომ მათ ჩასაქრობად სულის შებერვათა მინიმალური რაოდენობა დაგჭირდეთ?
დაიმახსოვრეთ: ერთი და იმავე სანთლისთვის სულის ორჯერ შებერვა მის ჩაქრობას ნიშნავს, სამჯერ შებერვა კი ანთებას.
პასუხი იხილეთ ბმულზე - სწორი პასუხი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)