ფილმი, რომელსაც დღეს MomsEdu.ge გთავაზობთ, მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებაა.
შინაარსი კი ასეთია:
ჯარისკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელი გახდა, უჩვეულო მეთოდებს იყენებს რომ როგორმე სუსტი მოწაფეების კლასი აამუშავოს. ამასთან ერთად ბრძოლა უწევს ერთ ხარბ მეწარმესთან, მის ბანდასთან და ასევე მთავრობასთან.
საახალწლო განწყობის შესაქმნელად ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ
ფილმები, რომლებსაც შაბათ-კვირისთვის გთავაზობთ რამდენიმე ნაწილად არის გამოსული.
აირჩიეთ თქვენი ფავორიტი და ჩაუჯექით ბავშვებთან ერთად.
1. ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.
2. ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი მის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს.
3. ბოროტმოქმედებმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლესი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, რათა საზღვარზე გადაეტანათ. აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს. რის შედეგადაც ცელოფნის პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფრენა.
5. 8 წლის ფინი იგებს, რომ მისი ოჯახი მზიანი კალიფორნიიდან მაინში გადადის. ფინი თვლის, რომ მათ ახალ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ და გადაწყვეტს ისინი დაიჭიროს.