Baby Bag

სახალისო ილუსტრაციები, რომლებიც გიჩვენებთ, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა - შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ნოსტალგიაც მოგეძალოთ

სამყარო ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. გთავაზობთ სახალისო ილუსტრაციებს, რომლებიც გიჩვენებთ, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს ნოსტალგიაც მოგეძალოთ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დე​დებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არაფერია გასაბრაზებელი,“ - ზურაბ მხეიძე

„როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არაფერია გასაბრაზებელი,“ - ზურაბ მხეიძე

​​ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მართვის მეთოდებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანობა სწორედ აგრესიის მართვაში გამოიხატება:

„აგრესია არის ბუნებრივი მახასიათებელი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ მას სჭირდება აგრესიულობა თავის დაცვის, საკვების მოპოვებისთვის. ადამიანობა გამოიხატება სწორედ ამ აგრესიის მართვაში და არა აგრესიის არქონაში. აგრესიული იმპულსი ორგანიზმს სჭირდება. აგრესიის გაკონტროლება და მართვა შესაძლებელია.“

ზურაბ მხეიძემ ოთხი ყურის პრინციპი განიხილა და აღნიშნა, რომ ადამიანის რეაქცია სხვისი ნათქვამის მოსმენისას იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ყურით უსმენს ის მოსაუბრეს:

​კომუნიკაციაში ოთხი ყურის პრინციპს განვიხილავთ ხოლმე. მოვიყვან მარტივ მაგალითს, თუ რაზე ვსაუბრობ. ეს პრინციპებია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს თქვენი ნათქვამი. ვთქვათ, მე გეუბნებით: „წყალი მომიტანე!“ საქმიანი ყური არის ის, რომ მომიტანთ წყალს. მეორე არის მიმართების ყური. თქვენ ზომავთ ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი ჩემს ნათქვამში.ამ შემთხვევაში შეიძლება მიპასუხოთ: „წყალი მოგიტანოს ბაბუაშენმა.“ მესამე არის აპელაციის ყური. თქვენ ფიქრობთ, რომ მე მინდა რაღაც გაგაკეთებინოთ. ანგარებიანის შემთხვევაში, შეიძლება მითხრათ, რომ მაშინ შენ ეს გააკეთე.“

„იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მისმენთ, ოთხი სხვადასხვა რეაქცია გაქვთ ერთსა და იმავე ფრაზაზე. როდესაც რაღაცაზე გავღიზიანებულვარ, მიფიქრია: აბა, სხვანაირად მოისმინე ეს ფრაზა და მივმხვდარვარ, რომ არც არაფერია გასაბრაზებელი. ამის მართვა შესაძლებელია. შეიძლება გითხრა: წყალი მომიტანე" და მეჩხუბო: „მე რა შენი პატარა ბავშვი ვარ?!“ წარმოიქმნება კონფლიქტი. საქმიანი ყურის მოსმენისას პრობლემა არ არის. ​კონფლიქტების დიდი ნაწილი არის გაუგებრობის შედეგი. მოსაუბრესაც სჭირდება ცოტა მეტი დაფიქრება, როგორ მიაწოდოს მეორე ადამიანს ინფორმაცია, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.

წყარო: ​„შემდეგი გაჩერება“

წაიკითხეთ სრულად