Baby Bag

ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი?

ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი?

ადამიანებთან ურთიერთობები ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც ვარჯიში ან ჯანსაღი კვება. კვლევებით დასტურდება, რომ სოციალურად დისტანცირებული ზრდასრულები ანთებითი დაავადებებით ისევე იტანჯებიან, როგორც უძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები. ყურადღებით დააკვირდით სურათზე გამოსახულ ადამიანებს და გამოიცანით, მათ შორის რომელი არ არის ოჯახი? პასუხზე დიდხანს ნუ იფიქრებთ, თქვენი არჩევანი პირველივე ასოციაციაზე შეაჩერეთ.

​ტესტის სწორი პასუხი:

მომზადებულია brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

ამ ორი ქალიდან რომელია ბავშვის დედა?
ლოგიკური ამოცანების ამოხსნა თუ გიყვართ, თქვენთვის საინტერესო ამოცანა გვაქვს. კარგად დააკვირდით ფოტოს და გამოიცანით, რომელია ბავშვის დედა.თქვენი მოსაზრება კომენტარებში გაგვიზიარეთიხილეთ ​პასუ...
შეძლებთ თუ არა სწორი პასუხის გამოცნობას?
​​MomsE​du.ge მორიგ სახალისო ტესტს გთავაზობთ. დააკვირდით ფოტოს და გამოიცანით სწორი პასუხი.  ტესტის სწორი ​პასუხი. 
გამოიცანით, რომელი კატაა ზედმეტი
გამოიცანით, რომელია კატაა ზედმეტი. თქვენი პასუხი კომენტარებში მოგვწერეთ.ტესტის სწორი ​პასუხი 

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

10 რამ, რაც დედებს აუცილებლად მოენატრებათ

დედის ყოველდღიურობა ძალიან დამღლელი და შრომატევადია. დედები ხშირად ოცნებობენ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფაზე, დასვენებასა და განტვირთვაზე. ადამიანები ყოველდღიურობაში ვიკარგებით და ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, რა სწრაფად გადის დრო. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას თავად იწყობენ და დამოუკიდებლები ხდებიან. დედების უმრავლესობა გარკვეული დროის შემდეგ სიყვარულით იხსენებს ყველა წვრილმანს ბავშვების ცხოვრებიდან, რომელიც ერთ დროს მათთვის ძალიან დამღლელი და რთული იყო. 

ჩვენს სტატიაში განვიხილავთ 10 რამეს, რაც მომავალში ყველა დედას ენატრება:

1. დედებს ენატრებათ პატარა ადამიანი, რომელიც გამუდმებით შენ ირგვლივ ბრუნავს, უკან დაგყვება, კალთაში გიხტება და მოსვენებას ერთი წამითაც არ გაძლევს.

2. დედებს ენატრებათ საათობით კითხვა ძილის წინ, ვიდრე ბავშვი ტკბილად არ ჩაიძინებს და შუაღამით გაღვიძებული შვილისთვის ჭიქა წყლის მიტანა, როდესაც თავად ქანცგაწყვეტილი ხარ.

3. ყველა დედას ენატრება აბაზანაში, სამზარეულოში, მისაღებში, საძინებელსა და სახლის კიბეებზე გაფანტული სათამაშოები.

4. დედებს ენატრებათ რძის, შოკოლადისა და გემრიელი ორცხობილების სურნელით გაჟღენთილი მანქანით მგზავრობა.

5. დედებს ენატრებათ მოთხუპნული პირისა და ცხვირის, შოკოლადიანი პატარა თითების გასუფთავება.

6. ყველა დედას ენატრება საქმის კეთების დროს გამუდმებული ძახილი: „მიყურე, მიყურე, ნახე, რას ვაკეთებ,“ რაც ერთ დროს მოსვენებას უკარგავდა და მშვიდად მუშაობის შესაძლებლობას ართმევდა.

7. დედებს ენატრებათ გვიან ღამით გაღვიძება თინეიჯერი შვილისა და სახლში სტუმრად მოსული მისი მეგობრების სიცილის ხმაზე.

8. ყველა დედას ენატრება ადაპტირებული რეცეპტებით კერძების მომზადება, ხახვის, პომიდვრისა და მწვანილების გარეშე მომზადებული საკვები წუნია შვილებისთვის.

9. დედებს ენატრებათ მაღაზიაში სიარული ტკბილეულზე უსაზღვროდ შეყვარებულ პატარებთან ერთად და გემრიელი შოკოლადებით ხელდამშვენებული ბავშვების ბედნიერი თვალების დანახვა.

10. დედებს ყველაზე მეტად ენატრებათ მოულოდნელი ჩახუტებები, სახლში დამზადებული, ფერადი ნახატებით მორთული მისალოცი ბარათები და ტკბილად ჩაძინებული შვილი მათსავე საძინებლებში ან სულ რაღაც ერთი ოთახის დაშორებით.

მართალია, დედობა მძიმე შრომას და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ის, რაც ყველა დედას უნდა გვახსოვდეს, შემდეგია: შვილებთან ერთად გატარებული დრო ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ დავტკბეთ ყველაფრით, რაც გვაქვს, ყველა იმ სიხარულითა და სირთულით, რაც დედობას ახლავს.

წყარო:​ imom.com

წაიკითხეთ სრულად