ფილმი „თავისუფლების მწერლები“ მოგვითხობს ახალგაზრდა, ენერგიულ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებზე. ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90-იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.
შეიძლება დაინტერესდეთ
შაბათი საღამო ამ ფილმის გარეშე არ უნდა გაატაროთ
ფილმი, რომელსაც Moms.ge გთავაზობთ, სამი ნაწილისგან შედგება.
მეორე ნაწილი - „ბრიჯიტ ჯონსი 2“. იდეალური სიყვარული... იდეალური ცხოვრება. რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი - სხვა. ბრიჯიტი მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა, მას ახალი ბოსი ჰყავს. ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება.
მესამე სერიაში - „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ თითქოს ყველაფერი დალაგდა - წარმატებული კარიერა, სახლი ლონდონის ცენტრში... მაგრამ ბრიჯიტი ბრიჯიტი არ იქნებოდა, რომ არა საინტერესო ისტორიები. იგი აღმოჩნდება იქ, სადაც არაა საჭირო. ახლა კი მან არ იცის ვინაა მისი შვილის მამა - მილიონერი თუ ცნობილი ადვოკატი.