ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მსოფლიოს მისი ნახვისკენ მოუწოდა:
„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს. ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო უკრიანელ მშობლებს შვილების ყოველ ღამით სარდაფში წაყვანა და სახლების კედლებიდან მტერთან ბრძოლა უწევთ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და არ განგვიხორციელებია თავდასხმა პირველებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მივმართავ მსოფლიოს, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც,“ - წერს ოლენა ზელენსკა.