ცნობილმა ტელეწამყვანმა შაინინამ ახალნამშობიარები დედებისთვის წონაში სწრაფად კლების რეცეპტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება:
„ეს გახლავთ სულ სამი კომპონენტისგან შემდგარი დეტოქს რეცეპტი, რომელიც შედგება გრეიფრუტისგან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ანანასი, ან ფორთოხალი, ასევე დაგჭირდებათ თაფლი და ვაშლის ძმარი. დავიწყოთ გრეიფრუტისგან, რომელიც არის სასწაულმოქმედი ხილი. ის ძალიან კარგია მეტაბოლიზმისთვის და წმენდს სისხლძარღვებს ზედმეტი შლაკებისგან. გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იცით, რომ თაფლი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის და არის ანტიოქსიდანტი. ვაშლის ძმარი ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის და არის ძალიან კარგი შარდმდენი.“
„ეს არის დეტოქსი მათთვის, ვისაც სურს, რომ თავისი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ჩააყენოს იმ ფორმაში, რომელიც მას ორსულობამდე ჰქონდა. ავიღოთ გრეიფრუტი, გამოვწუროთ. საჭიროა ახლადგამოწურული წვენი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გადავურიოთ ეს ყველაფერი და მივიღოთ ყოველდღე ყოველი ჭამის წინ მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში,“- აღნიშნული რეცეპტის შესახებ შაინინამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ისე არ დაამთავრო დღე, რომ რამდენიმე წუთი მეუღლესთან შეხება არ გქონდეს საუბრის სახით,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა და ყველას მოუწოდა, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმონ:
„ალბათ, რამდენიმე ადამიანი იქნება ისეთი ოჯახი რომ ერთად იკრიბება, ერთად სადილობენ და ვახშმობენ. შეიძლება აღარც არიან ისეთი ოჯახები დღეში ერთხელ მაინც ერთად რომ იკრიბებიან. ყველა ცალ-ცალკეა დღეს. შეიძლება მეგობართან უფრო მეტი დრო გაატაროს ადამიანმა, ვიდრე ოჯახის წევრებთან. შეიძლება დას ან ძმას არ მოუსმინოს და მეგობრის ტკივილი მოისმინოს. მახსოვს, ბავშვობაში მეც ასე ვიქცეოდი ხოლმე. დედაჩემს ყველაზე მეტად აინტერესებდა ჩემი ამბავი და მეგობრებს უფრო ვუყვებოდი. დედაჩემს რაღაც ისე ვეტყოდი ამას, არ ვეტყოდი ყველაფერს. არადა იმ ჩემს მეგობარს საერთოდ არ აინტერესებდა რა გავაკეთე.“
„ეს ძალიან ყოფს ოჯახს, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთთან არ არიან, ცალ-ცალკე არიან. მოახერხეთ, რომ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ქალაქგარეთ გახვიდეთ ერთად. დიალოგი და საუბარი ოჯახს ძალიან უწყობს ხელს, განსაკუთრებით ცოლ-ქმარს შორის. გამონახეთ დღეში რამდენიმე წუთი ერთმანეთისთვის. ყოველდღიური ურთიერთობა გქონდეს შენს მეუღლესთან. ისე არ დაამთავრო დღე, რომ რამდენიმე წუთი მეუღლესთან შეხება არ გქონდეს საუბრის სახით. ეს ძალიან დეფიციტია დღეს. ევროპიდან რაღაცების გადმოღება რომ გვინდა, ასეთი რაღაცები გადმოვიღოთ. ევროპაში შაბათ-კვირას ყველა ოჯახი გადის, ერთად ვახშმობენ. ადრე კვირა დღე ოჯახში თავიდან ბოლომდე ერთმანეთისთვის ჰქონდათ მიძღვნილი,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.