წონაში დასაკლები კოქტეილების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელში სოფო მაისურაძე წერს. გთავაზობთ მის პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„მოკლედ, მინდა ვილაპარაკო დასაკლები კოქტეილების შესახებ. 15 დღის წინ გამოვიწერე ერთ-ერთი კომპანის კოქტეილები იმ იმედით, რომ ძალიან მალე დავიკლებდი. იმის მიუხედავად, რომ დიეტოლოგის დაწერილი დიეტა მქონდა, სწრაფი შედეგის მიღებამ ძალიან მომხიბლა. ჩემი შვილის ძიძამ 25 დღეში 12 კილო დაიკლო და მეც 6-7 კილოს დაკლების იმედით, დაუყონებლივ გამოვიწერე. ვიცავდი ყველა წესს ზუსტად, არც ერთხელ არ დამირღვევია არცერთი გრამით. პირველი რამდენიმე დღე ჩვეულებრივად ვიღებდი კოქტეილს ყოველ საღამოს. მე-9 დღეს დამეწყო საშინელი ზიზღი, ძლივს დავლიე და გულისრევის შეგრძნებას ვერ ვშველოდი. შემზიზღდა ყველაფერი, მერეოდა გული და დიარეას ვერ ვშველოდი. საბოლოოდ, უკვე მართლა ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა. დანებების მიუხედავად, 1-2 დღე კიდევ მერეოდა გული. ყველაფერთან ერთად, ცხოვრებაში შუბლზე არცერთი წერტილი რომ არ გამომსვლია, ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს. სერიოზული სტრესია, არ ვიცი, როგორ ვიმკურნალო. ჩემი კანის ექიმს ალბათ, გული წაუვა რომ ვეტყვი, რა კოქტეილებს ვსვამდი ეს დღეები. ზოგ ადამინს, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად გადააქვს ამ კოქტეილების მიღება, ძალიან გთხოვთ არ გარისკოთ“, - აღნიშნავს სოფო.
წაიკითხეთ სრულად