Baby Bag

როგორ გამოიყურებოდა ნუკი ერთი თვის წინ და რა შედეგს მიაღწია მან თავისი დიეტით

როგორ გამოიყურებოდა ნუკი ერთი თვის წინ და რა შედეგს მიაღწია მან თავისი დიეტით

ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - ერთი თვის წინ და შემდეგ. 

ფოტოზე აშკარად დიდი სხვაობაა. ნუკიმ თავისი დიეტით ზედმეტი კილოგრამების დაკლება შეძლო. 

„ოპააააა, სულ ცოტა დარჩა. თითქოს კი მიხარია რომ ცოტა ჩემს ძველ თავს ვემსგავსები, მაგრამ აი, ამ ბოლო ორ/სამ კილოსთან ბრძოლა ტანჯვაა. მშიაააააააა!!! თან მშია რამე საზიზღრობა ან შაურმა, ან ტორტი ან კიდევ რამე “ვარესი”. რა დავაშავეთ ამ სიპუტკუნისკენ მიდრეკილმა ხალხმა რომ სულ მუდამ იმაზე ვდარდობთ რამდენი ვჭამეთ, ვაიმე არ გავსუქდე გვიტრიალებს ტვინში. ამ დროს გაჩხიკინებული საზიზღარი ადამიანები კარაქიან პურს არ იკლებენ. ახლა ცოტა გამამხნევეთ და ხვალ დავწერ როგორ დავიკელი, სულ დაწვრილებით,“ - აღნიშნავს ნუკი. 

დიეტა იხილეთ ბმულზე - ​ნუკის ​დიეტა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„იქნებ ეს არის ნამდვილი სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„იქნებ ეს არის ნამდვილი სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი
ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ჰარისა და მეგანის სკანდალურ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ნუკის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი ინსტაგრამი ხომ სუფთა ჭორაობაა. ხოდა იცით რაზე მეფიქრება ამ სამეფო სკანდალის გამო (ვინც არ იცით პრინცმა და მეგანმა უარი თქვეს წოდებებზე, მიატოვეს ბრიტანეთი და გადავიდნენ კანადაში)რამდენჯერ გვინახავს ჩვენი ყოფილები, ჩვენ რომ დაგვიწუნებენ და მერე ვიღაც “აშარაშკებ”-ს ხვდებიან, გულში რომ ფიქრობ, მე არა და ეს კი?! და მერე ის გოგო რომ კარგად დაატრიალებს ამ ბიჭს აურევს თავგზას, დაუნგრევს ცხოვრებას, გამოიყენებს და გადააგდებს და შენ კიდევ გულით გიყვარდა და კარგი გინდოდა მისთვის, მაგრამ დაგიწუნა. (ხო ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ პირიქით მეგანი მხარს უჭერს ჰარის და არა პირიქით, მაგრამ დაიმახსოვრეთ ინანებს ეს ბიჭი) ხოდა აი კარგად რომ აერევათ ცხოვრება და მერე რომ მოგიტრიალდებიან და გეწუწუნებიან, არა და როცა შანსი ჰქონდათ გაწვალებდნენ... ახლა მგონია ის ჰარის ყოფილი ზის და უყურებს სეირს, ელოდება როდის მიხვდება რა შეცდომა დაუშვა ამ ბიჭმა. უი და კიდევ, რომ გვეუბნებიან(ან გვაგრძნობინებენ, კიდევ უარესი)აუ შენ ისეთი არ ხარ, ასეთი არ ხარ, ეს არ მაწყობს ის არ მაწყობს და ბოლოს ისეთებთან რჩებიან ცოტა პირი გრჩება ღია...:)) ხოდა რა ხდება? ჯადოა? (ისე გჯერათ ჯადოსი?) ნუ მოკლედ რა არის, თავზე ევლები, შენ სიტყვას ძაღლად არ აგდებს მერე გამოჩნდება ვიღაც გოგო, დაიტრიალებს თითზე და ფაფუ.. თითქოს სხვა კაციააა... გქონიათ ასეთი შემთხვევა? რამდენჯერ გაგკვირვებიათ თქვენი ყოფილის არჩევანი? ან და იქნებ გჯერად რომ ჰარის ასეთი საქციელი ნამდვილი სიყვარულის ნიშანია? იქნებ ეს არის ნამდვილი სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო?! მაინც ის გოგო მახსენდება დიდხანს რომ ხვდებოდა და ბოლოს დაშორდა... პ.ს გქონდა ჰარი შანსი, ახლა მეყოლე ვარდივით და იფიქრე რა გოგო გაუშვი ხელიდან (ჩემზე მაქვს საუბარი).“

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად