Baby Bag

„დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს,“ - გიორგი ღოღობერიძის საშობაო ქველმოქმედება

„დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს,“ - გიორგი ღოღობერიძის საშობაო ქველმოქმედება

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საშობაო ქველმოქმედების შესახებ გვიამბობს:

„მინდა, რომ დიდი სიყვარულით შობის დღესასწაული მოგილოცოთ. ამაზე მშვენიერი დღესასწაული მართლა არაფერი გვაქვს. იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც სიახლე შემომეტანა. 2000 წლის წინ დაახლოებით იშვა უფალი, რომელმაც გაგვაერთიანა სამყარო მისდამი სიყვარულით, რწმენით. რამოდენიმე დღის წინ ვნახე, რომ ვიღაცებმა კარგი რაღაც მოიფიქრეს: უფასო პურის იდეა. დაარიგეს ქუჩაში პური. ეს იმდენად კარგ რამედ მომეჩვენა, რომ გადავწყვიტე მეც შევუერთდე ამ წესს. ეს ყოველივე ტრადიციად ვაქციოთ. შეგვიძლია გაჭირვებულებს ამ დღეს დავურიგოთ საკვები, ტანსაცმელი.“

​გიორგი ღოღობერიძის თქმით, მან ადამიანებს პლედები, საკვები და მედიკამენტები უყიდა:

„მე მათთვის წამოვიღე პლედები. ქუჩაში უამრავი ადამიანი შემხვდა, რომელსაც სცივა, ტანსაცმელი არ აქვს. არც საკვები არ აქვთ, მათთვისაც საკვები ვიყიდე ბლომად, ტკბილეულობა, სასმელი, ზოგიერთს მედიკამენტები. ძალიან მომეწონა უფასო პურის იდეა. დღეს მთელ თბილისში ვიმოძრავებ, პურს, ტანსაცმელს, გამათბობლებს, ტკბილეულობას, სასმელებს დავურიგებ ხალხს. მინდა, ეს ჩვევა სხვებმაც გადაიღონ.“

„ერთმა კაცმა, რომ 40-50-ს დაეხმაროს, ეს დღე ბევრისთვის მართლაც დღესასწაული იქნება და არამარტო შეძლებული ხალხისთვის. უფალიც არ შობილა ფუფუნებაში. ის არც სასტუმროში დაბადებულა ბეთლემში, არ დაბადებულა საწოლში, დაიბადა ჩალაზე, არ გაზრდილა ფუფუნებაში, გაიზარდა ხელმომჭირნეობაში. მისმა სიყვარულმა დღეს ბევრი ადამიანი გაგვაერთიანა. დღეს მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე იყოს ბედნიერი უფლის რწმენისა და უფლისადმი სიყვარულის გარეშე,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

,,თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით ბათუმში წასვლამდე და მოგაკითხავთ, გვიანიც რომ იყოს...
 ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პაციენტს ეძებს, რომელიც მას ელოდებოდა, შემდეგ კი ვეღარ იპოვა კლინიკაში:,,დღეს ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები, პატარა ბავშვი ჰყავდათ, გამონ...