Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სჭირდება ბავშვის სხეულს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის? - გიორგი ღოღობერიძე

რა სჭირდება ბავშვის სხეულს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის? - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძებ ბავშვის სხეულის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო რესურსების შესახებ ისაუბრა და მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ  ვიტამინების, ამინომჟავებისა და ელემენტების შესახებ, რომლებიც მზარდი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს:

„დღეს უნდა განვიხილოთ, თუ რა სჭირდება ბავშვის სხეულს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. სხეული ზრდის პროცესში საჭიროებს უამრავ რესურსს. ეს შეიძლება იყოს ამინომჟავები, გლუკოზა, ვიტამინები, ელემენტები და ა.შ. ძალიან მარტივად ვთქვათ, თუ რომელი ელემენტი რას შვრება ბავშვის სხეულში და როგორ შეიძლება, რომ თუ ბავშვს სრულყოფილად საკვებს ვერ აძლევ, მოაგვარო თითოეული მათგანის პრობლემა? ვთქვათ ძალიან ცნობილი ფაქტები და ამით შემოვიფარგლოთ.“

ბავშვის სხეულის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო აუცილებელი ვიტამინების, ამინომჟავებისა და ელემენტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თანდართულ ვიდეოში.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად