Baby Bag

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მსოფლიოს მისი ნახვისკენ მოუწოდა:

„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს. ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო უკრიანელ მშობლებს შვილების ყოველ ღამით სარდაფში წაყვანა და სახლების კედლებიდან მტერთან ბრძოლა უწევთ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და არ განგვიხორციელებია თავდასხმა პირველებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მივმართავ მსოფლიოს, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც,“ - წერს ოლენა ზელენსკა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თვი­თონ რომ ესიამოვნა, იყო სა­დღაც, თავად გა­ე­წე­რა კლი­ნი­კი­დან და მისი ოჯა­ხის წევ­რი, დედა ამ წუ­თას კვდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში“

„თვი­თონ რომ ესიამოვნა, იყო სა­დღაც, თავად გა­ე­წე­რა კლი­ნი­კი­დან და მისი ოჯა­ხის წევ­რი, დედა ამ წუ­თას კვდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში“

„ჩვენ­თან არის ოჯა­ხი, ოჯა­ხის წევ­რმა, იმი­ტომ, რომ თვი­თონ ესიამოვნა, იყო სა­დღაც, თვი­თონ გა­ე­წე­რა კლი­ნი­კი­დან და მისი ოჯა­ხის წევ­რი, დედა ამ წუ­თას კვდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. ესაა უპასუხისმგებლობა!“ - ამის შესახებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „სპე­ცპ­რო­ექ­ტი COVID-19“-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში განაცხადა. 

ლევან რატიანმა კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლა ყურა­დღე­ბა სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბა­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე:

„ინ­ფექ­ცი­ის შე­მომ­ტა­ნი უმე­ტე­სად არის ახალ­გაზ­რდა და ამი­ტომ ისი­ნი უნდა გა­ჩერ­დნენ სახ­ლში, წა­ი­კი­თხონ წიგ­ნი და გა­ერ­თონ ამით,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

წაიკითხეთ სრულად