Baby Bag

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მსოფლიოს მისი ნახვისკენ მოუწოდა:

„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს. ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო უკრიანელ მშობლებს შვილების ყოველ ღამით სარდაფში წაყვანა და სახლების კედლებიდან მტერთან ბრძოლა უწევთ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და არ განგვიხორციელებია თავდასხმა პირველებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მივმართავ მსოფლიოს, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც,“ - წერს ოლენა ზელენსკა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პარლამენტთან გამართულ აქციაზე მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - ნახეთ ვიდეო

პარლამენტთან გამართულ აქციაზე მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - ნახეთ ვიდეო

თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. 

გოგონა სცენაზე ავიდა და ბიჭს ცოლობაზე თანხმობა უთხრა. 

პარლამენტის წინ აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდება. შეეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

წაიკითხეთ სრულად