Baby Bag

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ,“ - ანჯელინა ჯოლი უკრაინელი დედის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ,“ - ანჯელინა ჯოლი უკრაინელი დედის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს

ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ყველას მოუწოდებს უკრაინელი დედის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლის ყურებას ერთი წუთი დაუთმონ:

„თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ერთი წუთი ამ ვიდეოს ყურებას დაუთმეთ, რომელიც Unicef-მა გამიზიარა უკრაინელი დედის მარინას შესახებ. დაბომბვისა და თავდასხმის შიშის ფონზე ის თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

ეს არის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული და ხაფანგში გაბმული მშვიდობიანი მოქალაქეების რეალობა. მათ შორის არის დაახლოებით 7,5 მილიონი უკრაინელი ბავშვი, მათი ოჯახები, მშობლები, ლტოლვილები ავღანეთიდან, იემენიდან, სირიიდან. ისინი გაიქცნენ უკრაინაში და ახლა იქიდანაც ასახლებენ. იქ იმყოფებიან ასევე სტუდენტები ინდოეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან.

უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარებისა და მარაგების მიწოდების უზრუნველყოფა. UNICEF და UNHCR, ასევე პარტნიორები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, დაეხმარონ იქ, სადაც ეს შესაძლებელია,“ - წერს ანჯელინა ჯოლი.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები,“- მაია ასათიანი

„როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები,“- მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

„ბოლო ხუთი წელია ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ. თუმცა ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება სწორედ დღეს მივიღე. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები,“- წერს მაია ასათიანი.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად