Baby Bag

„3-ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავი გამოჭიმული, კოვიდი მქონდა,“- როგორ გადაიტანა კორონავირუსი პოპულარულმა გურულმა ბიჭმა

„3-ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავი გამოჭიმული, კოვიდი მქონდა,“- როგორ გადაიტანა კორონავირუსი პოპულარულმა გურულმა ბიჭმა

პოპულარულმა გურულმა ბიჭმა ლუკამ საზოგადოებას კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების საკუთარი ისტორია გააცნო. მისი თქმით, ის ექიმების ყურადღებითა და ზრუნვით მოხიბლულია:

„მე სასტუმრომ გამომიგზავნა მანქანა, რომლითაც ვიმგზავრე ძალიან კარგად. მე ხომ კოვიდი მქონდა და ვერ წავიდოდი კოვიდიანი. ხომ დავაინფიცირებდი ყველას, მძღოლს, მგზავრებს. ამიტომ გამომიგზავნეს მინივენი, რომელზეც იყო პარკი აკრული. კოვიდმა რომ გადამიარა, ეს პარკი იყო დაკეცილი და დადებული. რომ ჩავედი, ბატონმა შალვამ ძალიან კარგად მიმიღო. „ეს ვინ ყოფილაო, ეს ვინ მივიღეო, რა კარგი ადამიანი ყოფილაო,“- ასე დამხვდა.

ამხელა პოპულარული კაცი რომ მივიდოდი სამვარსკვლავიან სასტუმროში, იხტუნებდა, აბა რას იზამდა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავი გამოჭიმული. დედაჩემზე ვინერვიულე, იყო ძალიან ცუდად. სამი დღე იწვა ლოგინში. ძალიან ცუდად იყო. შემდეგ მე მომცა ძალიან დიდმა სიცხემ. მომცეს სიცხის დამწევი, დამიწია. შემდეგ ძალიან კარგად გავხდით,“- კოვიდით ინფიცირების თავისი ისტორიის შესახებ ლუკამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად