Baby Bag

„მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა დათის,“- ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა დათის,“-  ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ვარლამ წიკლაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათის შესახებ წერს. მისი თქმით, ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში დათის სანახავად დეკანოზი შალვა კეკელია მივიდა და მისი გადარჩენისთვის მუხლზე დაჩოქილმა ილოცა:

„დღეს 8 წლის დათის სანახავად ვიყავით. მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა. დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს! მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ. ანგარიშის ნომერი: #GE05TB7962745064300024#GE90BG0000000101545483,“- წერს ვარლამ წიკლაური.

8 წლის დათის მანქანა 31 მარტს შარტავას ქუჩაზე დაეჯახა. ბიჭს მიღებული დაზიანებების გამო ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. ის სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად