აქციის დროს დაშავებული პოლიციელის მეუღლე „რუსთავი 2"-ის ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
„მივმართავ #ნიკა გვარამიას! #nika gvaramia ჩემი მეუღლე დიახაც, რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.
გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.
აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად
სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!
სირცხვილი ნიკა გვარამია!!!
ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება.
ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!“
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-მ აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასველებლად ანტალიაში გაუშვა. რეალურად ფოტოზე აღბეჭდილი პოლიციელი გია ჯალაღანიაა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავდა და სტამბოლში სამკურნალოდ წავიდა.
წაიკითხეთ სრულად