Baby Bag

ყველას არ მოვწონვარ, მაგრამ მთავარია, მე მომწონს ჩემი თავი და არ მინდა შევიცვალო

ყველას არ მოვწონვარ, მაგრამ მთავარია, მე მომწონს ჩემი თავი და არ მინდა შევიცვალო

გოგონა GUCCI-ს პერფორმანსიდან. გაიცანით არმინე არუთინიანი სიუჟეტიდან 

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მწამს, დედის შვილებისადმი სიყვარულია

ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მწამს, დედის შვილებისადმი სიყვარულია
​Moms.ge გთავაზობთ გერმანელი დიზაინერის, Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის კარლ ლაგერფილდის ცნობილ  ​გამონათქვამებს:  

ფოტოგრაფებში ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ მათ შეუძლიათ დაიჭირონ და ფოტოზე აღბეჭდონ წამი, რომელიც წარსულში დარჩა და აღარასდროს განმეორდება.
***
ზედმეტი მსხვერპლშეწირვა საჭირო არ არის. თუ საკუთარ თავს მთლიანად მსხვერპლად მიიტანთ, გასაცემი აღარაფერი დაგრჩებათ და ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომელიც ამ დროს თქვენზე იზრუნებს.
***
ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მწამს, დედის შვილებისადმი სიყვარულია.
***
ადამიანებს, რომელთა პროფესია კრეატიულობას მოითხოვს, მარტო ყოფნა უნდა უყვარდეთ, რათა ყოველდღიურად ახალი ენერგიით დამუხტვა შეძლონ. შეუძლებელია 24 საათის მანძილზე ყურადღების ცენტრში იყოთ და კვლავ კრეატიულ ადამიანად დარჩეთ. ისეთი ხალხისთვის, როგორიც მე ვარ, მარტოობა გამარჯვების საწინდარია.
***
დაივიწყეთ სიტყვა „იაფფასიანი“. თანამედროვე სამყაროში ელეგენატურად ჩაცმა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მდიდრებიც ხშირად ყიდულობენ დაბალფასიან ტანსაცმელს. კარგი ტანსაცმელი დღეს ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია. ჯინსის შარვალსა და უბრალო მაისურში გამოწყობილს თავისუფლად შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე მოდურ ადამიანად იქცეთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
***
ჩვენ ბნელ, რომანტიკულ და საკმაოდ ტრაგიკულ სამყაროში ვცხოვრობთ.
***
დიეტა ერთადერთი თამაშია, რომელშიც დანაკარგი გამარჯვებას ნიშნავს.
***
უბრალო შავ კაბაში გამოწყობილი ქალი არასდროსაა არასაკმარისად ან მეტისმეტად ჩაცმული.
***
რესპექტაბელური გარეგნობა საკმარისი საფუძველია, რათა ადამიანები თქვენი სულიერი სამყაროთი დაინტერესდნენ.
***
მენტალური სტაბილურობის მისაღწევად სხვების თანხმობა არ გჭირდებათ.
***
მე მეტისმეტად მიწიერი ვარ, მაგრამ არა ამ მიწიდან.
***
ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გუშინდელი დღე დღევანდელს სჯობს, საკუთარ არსებობას აბსოლუტურად აუფასურებენ.
***
მე მიყვარს კლასიკური სილამაზე - სილამაზის იდეა, რომელიც სტანდარტებს არ ცნობს.
***
წიგნი სქელყდიანი ნარკოტიკია, რომელიც ზედოზირების საფრთხის წინაშე არასდროს დაგაყენებთ. მე წიგნების ბედნიერი მსხვერპლი ვარ.
***
მოდა ერთგვარი ენაა, რომელიც ტანსაცმლის დახმარებით რეალობის ინტერპრეტირებას ახდენს.
***
მე საკუთარ თავს ხელახლა ვქმნი - ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.
***
ცხოვრების მძიმე პერიოდში მეტისმეტი სიცხადით ფიქრი კრეატიულობას ახშობს.
***
ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით წარსულ დღეებზე საუბრობენ ხშირად ვეუბნები, რომ ისინი ძალიან დაბერდნენ. მძაგს გარდასული მშვენიერი დღეები. მთავარი დღევანდელი დღეა და ის ძალიან კარგია.
***
აბსურდი და ანტი-აბსურდი - შემოქმედებითი ენერგიის ორი ძირითადი საყრდენი.
***
ქალი უნაკლო თოჯინაა, რომელსაც თაყვანისცემითა და აღფრთოვანებით ვმოსავ.
***
ადამიანებს სახლები ისევე გვჭირდება, როგორც ტანსაცმელი. არქიტექტურა მოდას ასაზრდოებს.
***
მე მოდის სამყაროს ვეკუნთვნი. მოდა მხოლოდ ლამაზი ტანსაცმელი არ არის. მუდმივი სიახლე და ცვლილელები - აი, რა არის მოდა.
***
მინდა ყველა ადამიანმა ის ჩაიცვას, რაც თავად სურს და ტანსაცმელი ერთმანეთს საკუთარი გემოვნებით შეუხამოს. მოდერნულობა სწორედ ეს არის.
***
მოდელად მუშაობისთვის სრულყოფილება არ გჭირდებათ: საკმარისია სახე, რომელსაც წამში ამოიცნობენ. თქვენ უნდა გქონდეთ ბუნებრივი ხიბლი და უნდა შეგეძლოთ მოდის სამყაროში სიახლის შემოტანა.
***
შენდობა ძალიან მარტივია. ჩემი ინდიფერენტულობის გამო ყველაფრის დავიწყება შემიძლია, მაგრამ პატიება - არა. პირადად მე რევანშს ვანიჭებ უპირატესობას.
***
მოდას არაფერში სჭირდება იმის მტკიცება, რომ ის სერიოზულად უნდა აღვიქვათ. მოდამ ყველას დაგვანახა, რომ გონივრული თავაშვებულობა და ქარაფშუტობა, შესაძლოა, ძალიან კრეატიული და პოზიტიური იყოს.
***
მოდა, ისევე როგორც პოეზია, არაფერს ამტკიცებს, ის უბრალოდ გირჩევთ და გთავაზობთ.
***
შაქარს, ყველსა და პურს არასდროს ვეკარები. მე მხოლოს ის მომწონს, რისი მოწონების უფლებაც მაქვს. როგორც წესი, ცდუნებებზე მაღლა ვდგავარ და სისუსტეს არასდროს ვიჩენ. როდესაც სტუდიაში ჩემთვის და სხვა თანამშრომლებისთვის უამრავი სახის ნუგბარს მოიტანენ, თითოეულ საკვებ პროდუქტს პლასტმასისგან დამზადებულ ნივთად აღვიქვამ. ფიქრადაც არ მომდის, რომ ადამიანმა შეიძლება პირში ჩაიდოს მსგავსი სისაძაგლე. მე ტყეში მცხოვრებ ცხოველებს ვგავარ. ისინი არასდროს აკარებენ პირს ისეთ რამეს, რასაც არ ჭამენ.
***
სამყაროში, რომელშიც ხორცს ჭამენ, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შესაკერად ბეწვის ან ტყავის გამოყენებაზე დისკუსიის გამართვა ბავშვურ ახირებად მიმაჩნია.
***
შექმენით ახალი კომბინაციები იმისგან, რაც უკვე გაქვთ. იმპროვიზაციას მიმართეთ. გახდით უფრო კრეატიული, არა იმიტომ, რომ ეს გევალებათ, არამედ იმიტომ, რომ ეს თავად გსურთ. ევოლუცია საიდუმლოა, რომელიც შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ.
***
იყიდეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ გაქვთ, ან რომლის შეძენა ძალიან გინდათ. შეუხამეთ ახალი ძველს, შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც აღგაფრთოვანებთ.
***
ტანსაცმლის შეძენის გამო თავი დამნაშავედ არასდროს იგრძნოთ, რადგან უამრავი ადამიანი ფულს სწორედ იმით შოულობს, რომ თქვენთვის ტანსაცმელს ქმნის.
***
მუსიკა და მოდა ერთმანეთს ჰგავს, რადგან მუსიკაც, ისევე როგორც მოდა, თავის თანამედროვე სამყაროს აირეკლავს.
***
თქვენი ტვინი ცოდნით გამოკვებეთ.
***
ელეგანტურობა ფიზიკური და მორალური კატეგორიაა, მას ჩაცმულობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალიან ხშირად შეხვდებით სოფელში მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც ე.წ. ელეგანტურ, მდიდრულად ჩაცმულ ქალბატონებთან შედარებით ბევრად მოხდენილია.
***
მძულს სტანდარტული სილამაზე. მშვენიერება თავისებურებების გარეშე არ არსებობს.
***
სახელის მოსახვეჭად მეტისმეტად ნუ გაირჯებით, მაგრამ თქვენი საყვარელი საქმისთვის თავი არ დაზოგოთ.
***
წიგნთან ერთად უნდა იყიდოთ დრო, რომელიც მის წასაკითხად გჭირდებათ.
***
მოდა ეფემერული, საშიში და უსამართლოა.
***
ლოგოებს და ბრენდინგს დიდი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს ინგლისურად და ფრანგულად კითხვა არ შეუძლია, მაგრამ მათ ნიშნებისა და სიმბოლოების დამახსოვრების უნიკალური უნარი აქვთ.
***
მე ყველაფრისადმი გახსნილი ვარ. თუ თანამედროვეობას აკრიტიკებთ, ე.ი. თქვენ ანაქრონიზმად იქეცით.
***
მოდა გამუდმებით წინსვლას მოითხოვს. წარსულით არ უნდა იცხოვროთ.
***
ფრანგების თქმით, მადა ჭამაში მოდის. მე ინსპირაციას მუშაობის პროცესისგან ვიღებ.
***
ჩემი საქმე ჩემთვის სუნთქვასავითაა. ისე ვშრომობ, როგორც ვსუნთქავ. თუ სუნთქვა გამიჭირდება, ე.ი. ჩემი საქმე არც ისე კარგად მიდის.
***
მოდა არც მორალურია და არც ამორალური, თუმცა ის მორალის რეკონსტრუირებას ახდენს.
***
მოდა ორ რამეს ემყარება: ევოლუციას და დაპირისპირებას.
***
შანელი ინსტიტუტია. თუ გსურს მსგავსი დაწესებულებისგან რამე გამოვიდეს, მას მეძავივით უნდა მოექცე.
***
მიმტევებლობა არ მახასიათებს. მეორე ლოყის მიშვერა საჩემო საქმე არ არის.
***
შანელის კოლექცია შავი ფერის გარეშე - ეს არასდროს მოხდება!
***
მშვენიერ, გამხდარ მოდელებს მხოლოდ ის მსუქანი მუმიები აკრიტიკებენ, რომლებიც ტელევიზორებთან ჩიპსებით პირგამოვსებულები სხედან. მოდა ოცნებებისა და ილუზიების სამყაროა. ამ სამყაროში კი მომრგვალებული სხეულების დანახვის სურვილი არავის აქვს.
***
ყველაზე აუტანლად ისეთი დიზაინერი მიმაჩნია, რომელიც გამუდმებით თავის კრეატიულობასა და მიღწევებზე ლაპარაკობს. გააკეთე შენი საქმე და გაჩუმდი!
***
არასდროს მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. პერმანენტული დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ვცხოვრობ. სწორედ ეს არის ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლო.
***
წარმატება მარტივად ანულირდება და ყველაფრის თავიდან გაკეთება გიწევს, ამჯერად სრულიად სხვაგვარად.
***
იყავი ყოველთვის საუკეთესო და განცხრომა დაივიწყე.
***
ფანჯრიდან ფულს თუ გადაყრით, ეს სიხარულით უნდა გააკეთოთ. ნუ იტყვით, ასე არ უნდა ვიქცეოდეო. ბურჟუების ენაზე ნუ ისაუბრებთ.
***
ცვლილება გადარჩენის ყველაზე ჯანსაღი გზაა.
***
ჩემთვის შანელი მუსიკასავითაა. გვაქვს განსაზღვრული ნოტები და მათგან სხვა და სხვა მუსიკას ვქმნით.
***
იაზროვნეთ ვარდისფერ ფერში, მაგრამ ნუ ჩაიცვამთ ვარდისფერს.
***
ბავშვობაში მინდოდა კარიკატურისტი გამოვსულიყავი, საბოლოოდ კი თავად ვიქეცი კარიკატურად.
***
ინდივიდუალური მაშინ ხართ, როდესაც საკუთარ თავს სხვებს აღარ ადარებთ.
***
თანამედროვე სამყაროში ადამიანები ყველაფერს ტალახში სვრიან. ეს ძალიან ცუდი თვისებაა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, მაგრამ პრესას თუ დავუჯერებთ, თანამედროვე ქალების 50 % მეძავია.
***
არასდროს თქვათ: „მე შემეძლო ამის გაკეთება.“ თქვენ ხომ ეს არ გაგიკეთებიათ.
***
წარსულის ტკბილი მოგონებების მოშველიება ჩემთვის ყველაზე უსუსური აქტია. ის ვინც წარსულს მისტირის, მარცხს საბოლოოდ ეგუება.

კარლ ლაგერფილდი 2019 წლის 19 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ავტორი: ია ნაროუშვილი
წაიკითხეთ სრულად