მშობლობა რთული პროფესიაა, რომლის ათვისება ადამიანებს ხშირად ძალიან უძნელდებათ. ჩვენს სტატიაში ბავშვის აღზრდაზე 10 ცნობილ გამონათქვამს გაგაცნობთ, რომელიც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
- 1. „ბავშვი აღიზრდება იმის შესაბამისად, თუ როგორები არიან ზრდასრულები და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ ისინი,“ - კარლ იუნგი.
- 2. „მშობლებს შეუძლიათ სწორ გზაზე დააყენონ შვილები და მათ კარგი რჩევები მისცენ, თუმცა ადამიანის ხასიათის საბოლოო ჩამოყალიბება მხოლოდ მის ხელშია,“ - ანა ფრანკი.
- 3. „ბევრად ადვილია ძლიერი ბავშვის აღზრდა, ვიდრე გაუბედურებული ადამიანის გაბედნიერება,“ - ფრედერიკ დუგლასი
- 4. „კარგი ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გზა მისი გაბედნიერებაა,“ - ოსკარ უაილდი
- 5. „თუ ადამიანი შეძლებს საკუთარი ენთუზიაზმი მემკვიდრეობით გადასცეს შვილებს, გარდაცვალების შემდეგ ის მათ შეუფასებელ ქონებას დაუტოვებს,“ - თომას ედისონი
- 6. „დროა მშობლებმა შვილებს ასწავლონ, რომ ძალა და სილამაზე მრავალფეროვნებაშია,“ - მაია ანჯელოუ
- 7. „ამქვეყნად ბევრი კარგი რამ არის, მაგრამ ბოროტებაც არსებობს. თქვენს შვილს სიკეთეს არ უკეთებთ, როდესაც რეალობისგან მის დაცვას ცდილობთ. მთავარია, ბავშვს ასწავლოთ, რომ სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს,“ - უოლტ დისნეი
- 8. „ბავშვები ბუნებრივად იმეორებენ მშობლების ქცევას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ეცდებით, რომ მათ კარგი მანერები ასწავლოთ,“ - მარკ ტვენი
- 9. „ბავშვების აღზრდას დიდი გამბედაობა სჭირდება,“ - ჯონ სტეინბეკი
- 10 „ბავშვმა მშობლებისგან ორი რამ უნდა მიიღოს: ფესვები და ფრთები,“ - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
წყარო: Education.com
წაიკითხეთ სრულად