Baby Bag

სიმღერები, რომლებიც ახალ წელს უხდება, ზაფხულში კი მათი მოსმენა სრული მარაზმია

სიმღერები, რომლებიც ახალ წელს უხდება, ზაფხულში კი მათი მოსმენა სრული მარაზმია

დეკემბრის დასაწყისიდან საახალწლო სამზადისი უკვე იწყება. განათებული და გაფორმებული ქუჩები, ნაძვი ხე სახლში თუ გარეთ, და რა თქმა უნდა, საახალწლო სიმღერები - სწორედ ეს ქმნის ამ დღესასწაულისთვის შესაფერის განწყობას.

სიმღერები, რომლებსაც ახლა გთავაზობთ, ახალ წელს უხდება, მაგრამ, დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულში მათი მოსმენა სრული მარაზმია.







შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ ტრავმა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვს შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ ტრავმა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ იმ ტრავმების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მშობლები შვილებს აყენებენ. მისი თქმით, ბავშვს ტრავმა შეიძლება ერთი დაყვირებითაც მივაყენოთ:

„ფსიქოსომატიკაში არსებობს თეორიები, რომ არის პროგრამირების ფაზა, რომელიც იწყება ჩასახვამდე ერთი წლით ადრე. ხდება გარკვეული პატერნების ჩატვირთვა ბავშვში. ​ტრავმა ისეთი რამეა, რომ შეიძლება ერთი დაყვირებით მივაყენოთ ბავშვს. თუ ფსიქიკურ დონეზე ვერ მოხდა მისი გადამუშავება, გაიტყორცნება სხეულში. სხეული ხდება მერე სამიზნე და ხშირად ეს არაადეკვატურ ქცევაში გადადის.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვი ვერ აცნობიერებს მატრავმირებელ გამოცდილებას, რის გამოც არაადეკვატურად იქცევა:

„ბავშვი ვერ მოყვება, ვერ აცნობიერებს ამ მატრავმირებელ გამოცდილებას. მას ამის გამოხატვა ვერბალურად არ შეუძლია. ის ამას მხოლოდ არაადეკვატური ქცევით, შიშებით გამოხატავს. სწორედ წარმოსახვა, ფანტაზია, თამაში არის საოცარი თერაპიული საშუალება, რომელიც დიდთანაც ძალიან კარგად მუშაობს.“

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ. იყო ერთ-ერტი ჟურნალისტი, რომელმაც ასეთი რამ თქვა: როდესაც გადაცემა მიმყავს, შევამჩნიე, რომ ჩემს რესპოდენტს თვალებში ვერ ვუყურებო. ეს მან გადაცემების ნახვის მერე დააფიქსირა. თერაპიის დროს ამოტივტივდა, რომ მისთვის ავტორიტეტმა ადამიანმა ერთხელ უხეშად უთხრა, ძალიან უტიფარი თვალები გაქვს და ადამიანს თვალებში ნუ უყურებ, უნდა დახარო თვალებიო. ეს არ ახსოვდა ამ ადამიანს. როგორც კი მან ეს გააცნობიერა, ის სიმპტომი გაქრა. თურმე როგორი მატრავმირებელია, რასაც ბავშვს ვეუბნებით. ​ზოგიერთ ადამიანს ყვირილზე აქვს საშინელი რეაქცია და იქცევა არაადეკვატურად. იმიტომ, რომ ბავშვობაში უყვიროდნენ ან დაუყვირეს, ეს მან ვერ მოინელა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად