ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. მელანია ტრამპმა წლევანდელი დეკორაციის თემად პატრიოტული მოტივები აირჩია.
„ამერიკის სული“ ანათებს თეთრ სახლში. მოხარული ვარ, რომ გიზიარებთ პატრიოტიზმის ამ ლამაზ ექსპონატს და ყველას შეგიძლიათ, განიცადოთ საშობაო სეზონის ეს სილამაზე!“ - წერს მელანია ტრამპი და საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს აქვეყნებს.