Baby Bag

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილის ნამღერმა ჟიურის წევრები და მაყურებელი აღაფრთოვანა

„მხოლოდ ქართულის“ პირველი ცოცხალი კონცერტი გუშინ გაიმართა. კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე კი თამთა ხუხუნაიშვილი იყო. მან გია ყანჩელის „სიჩუმე“ შეასრულა და ჟიურისა და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა: ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა: ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას,“ - ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დედობის დადებით მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლობა ადამიანს ფუნდამენტურ და ყველზე დიდ შიშს ამარცხებინებს:

„როდესაც დედა ხდები, მოდის უშიშრობა. შენ ფიქრობ: „ოღონდ ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას.“ ​დამარცხებულია რაღაც ყველაზე დიდი, ფუნდამენტური შიში. ეს შიში ისევ ცოცხალია, უბრალოდ გადატანილია უკვე სხვა ადამიანზე, რომელიც შენს თავზე უფრო ძვირფასი ხდება.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ქრისტიანული მოდელის მიხედვით მშობელი გამტარია და შვილი ამქვეყნად ღმერთის ნებით არის მოვლენილი:

„შემდეგ ყველაფრის გააზრება ხდება რელიგიურ-ფილოსოფიურ ჭრილში.​ ქრისტიანულ რელიგიაში ჩვენ გვაქვს მოდელი, რომ მარიამი აჩენს შვილს, რომლის მოსვლა მას არავინ ჰკითხა. არ აქვს მნიშვნელობა შენ დაგეგმე შვილის გაჩენა, თუ არ დაგეგმე, ის მოდის იმიტომ, რომ უბრალოდ მოდის. შენ უბრალოდ მისი გამტარი ხარ.“

„ეს ფილოსოფია განაპირობებს პირველ რიგში იმას, რომ ვიცოდეთ: შვილები ჩვენი საკუთრება არ არიან. ჩვენ უბრალოდ გვერგო პატივი, რომ ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე მანამ, სანამ ისინი არიან პატარები და​ პატივი ვცეთ მათ აბსოლუტურ ავტონომიას. დედობა პირად განცდაში, რა თქმა უნდა, უძვირფასესი რამ არის, როდესაც შენ გრძნობ, როგორ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც შენს თავზე მეტად, არსებობს ცოცხალი ადამიანი, რომლის გამოც შენ მზად ხარ გასცე შენი ორგანოებიც, სიცოცხლეც ერთ წამში. მერე ამის განზოგადება თუ შეგიძლია ზოგადად კაცობრიობაზე და მხოლოდ შენს შვილებში არ იკეტები, ეს უკვე ძალიან მაღალი განვითარების შედეგია. განვითარებასთან შეხება პირველ რიგში ხდება შვილის გავლით, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს სხვა შენს თავზე მეტად,“- აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

წყარო: ​INSIGHTelevision

წაიკითხეთ სრულად