Baby Bag

ვაჭამოთ თუ არა ბავშვებს ცხოველების ფიგურებიანი საკვები?

ვაჭამოთ თუ არა ბავშვებს ცხოველების ფიგურებიანი საკვები? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე საუბრობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის განვითარებაზე სოფელში დასვენების ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოფელი სხვა გასაქანს ქმნის ბავშვის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის:

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგიები. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოვება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.“

„სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ტელეკომპანია „ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად