Baby Bag

„სხვაგან სადმე ნახავ ასეთ კარანტინს?“ - საირმეში მყოფებს სიურპრიზი მოუწყვეს

„სხვაგან სადმე ნახავ ასეთ კარანტინს?“ - საირმეში მყოფებს სიურპრიზი მოუწყვეს
„სხვაგან სადმე ნახავ ასეთ კარანტინს?“ - ვიდეოს სოციალურ ქსელში საირმეში მყოფი ნანა რევია აქვეყნებს.
როგორც იგი გვიყვება, ბელგიიდან 16 მარტს ჩამოფრინდა საქართველოში და უკვე მე-7 დღეა, საირმის სასტუმროში ატარებს კარანტინის დღეებს.

​„დღეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყვეს. მადლობა მათ, რომ გაგვამხნევეს და გაგვახალისეს,“ - აღნიშნავს ნანა რევია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

„თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა,“- გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში აქტუალური შიმშილობის თემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყებამდე ადამიანმა ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროს:

„კოვიდი რას აკეთებს? ​კოვიდი აზიანებს ადამიანებს. განსაკუთრებით აზიანებს იმ ადამიანებს, ვისი იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. ამიტომაც არის რეკომენდებული, რომ თუ ვინმე აპირებს შიმშილობას, ჯერ აიცრას ფაიზერით და მერე დაიწყოს შიმშილობა.“

„ეს არის ჩემი, როგორც ექიმის რჩევა. თუ ადამიანს შიმშილობის პროცესში კოვიდი დაემართება, ის ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს. მე ვურჩევ, ჯერ აიცრას ერთი დოზით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზით, მერე 14 დღე დაელოდოს და დაიწყოს შიმშილობა. ასე იქნება მისი ორგანიზმი დაცული. მე აქ პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი. მე ვამბობ ორგანიზმზე,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წყარო: ​„რადიო GT” 

წაიკითხეთ სრულად