ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დღეს ,,იმედის დღის'' პირდაპირ ეთერში მომხდარი ,,ინციდენტის'' შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,ეჰ.. მაპატიეთ მეგობრებო.. გამომრთეს ეგრევე აკიმივით, არ დამცალდა თერაპია.
ტექნიკური ხარვეზი იყო და სანამ ტელეფონის კამერა როგორ დამეჭირა, მკარნახობდნენ, სოფო შამანიდმა, რომელიც უყურებდა ტვ-ს, მომწერა, დეგენერატოო (სიყვარულით რაღათქმაუნდა) და რომ ამოვიდა ეკრანზე მესიჯი, ამაზე გადავბჟირდი.
ისე, ამ ინტერვიუში უნდა მეთქვა, რომ responsible.ge-ს მიერ დაფინანსებული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მკურნალობა არ შეწყვეტილა და ონლაინ გრძელდება,'' - აღიშნავს ნათია ფანჯიკიძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)