ნიკა ქავთარაძე საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებულ ახალ რეგულაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მძღოლის გვერდით ჯდომა აკრძალულია. ის ვიდეოში აღწერს შემთხვევას, როდესაც ქმარს ავტომობილში ცოლის გვერდზე ჯდომის გამო აჯარიმებენ.
ცნობისთვის, ახალი კანონის მიხედვით, მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათგან ორი - უკანა სავარძელზე. (ჯარიმის რაოდენობა 3 000 ლარია)
ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი
საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული
„საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.