ნიკა ქავთარაძე საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებულ ახალ რეგულაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მძღოლის გვერდით ჯდომა აკრძალულია. ის ვიდეოში აღწერს შემთხვევას, როდესაც ქმარს ავტომობილში ცოლის გვერდზე ჯდომის გამო აჯარიმებენ.
ცნობისთვის, ახალი კანონის მიხედვით, მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათგან ორი - უკანა სავარძელზე. (ჯარიმის რაოდენობა 3 000 ლარია)
ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი 13 საბავშვო ბაღში დროებით შეწყდა
კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 13 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
ბაღების დახურვის მიზეზი თანამშრომელთა ნაწილის COVID-19-ით დაინფიცირება გახდა, პერსონალის ნაწილს კი კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი. ამჟამად თანამშრომლები თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განახლდა.