Baby Bag

ვიდეორგოლში ასახული და-ძმის საოცარი სიყვარულის ამბავი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს

ვიდეორგოლში ასახული და-ძმის საოცარი სიყვარულის ამბავი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს

რამდენად ხშირად ეხუტებით ადამიანებს, რომლებიც გიყვართ? პატარა გოგონას, რომელიც უფროს ძმაზე უსაზღვროდ არის შეყვარებული, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭისთვის თბილი ჩახუტება არასდროს ენანება. ვიდეორგოლში ასახული და-ძმის საოცარი სიყვარულის ამბავი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სითბოსა და სიყვარულის გულწრფელად გამოხატვით ჩვენი და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლის გალამაზება ყველას შეგვიძლია.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

„მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება,“- ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი

ფსიქოლოგმა ნინო ამონაშვილმა მშობლების მიერ რჩევების მიღების სირთულეზე ისაუბრა:

„ერთნაირი და იდენტური ურთიერთობა ვერანაირად ვერ გვექნება. რამდენი შვილიც გვყავს, იმდენნაირი ურთიერთობა გვაქვს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეუძლებელია მშობელი იდენტური იყოს ყველასთან. ზოგჯერ მშობელი ამბობს, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ვიცი ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომელიც მშობელი თავად არ არის, რომ მე ასე გავიზარდე და ვიცი როგორ გავზარდო ჩემი შვილები. პირველი პრობლემა ის არის, რომ თაობა რომელიც მოდის, ძალიან განსხვავდება წინა თაობებისგან. ის მეთოდები, რომელიც შეიძლება გამართლებული ყოფილიყო ჩემს ბავშვობაში, დღევანდელ თაობასთან აბსოლუტურად არ მუშაობს, შესაბამისად მათთან მიდგომაც უნდა შეიცვალოს.

მიდგომა, რომ ორი შვილი მყავს გაზრდილი და მე უკვე ყველაფერი ვიცი, არ არის ჯანმრთელი დამოკიდებულება. ეს იგივეა ვთქვათ, რომ მე ორი წელია საჭმელს ვამზადებ და ყველაფრის გაკეთება ვიცი. იაპონიაში რომ წავიდე, მე არ ვიცი იაპონური საჭმელი, ესპანეთში რომ წავიდე, იქაური არ ვიცი, გურიაში რომ ჩავიდე, შეიძლება იქაური არ ვიცოდე. რაღაცის ცოდნის ამოწურვა არის მწირი ხედვა. ამოუწურავია ცოდნა. ჩვენ შეგვიძლია გავიზარდოთ, ვისწავლოთ სიკვდილამდე.

ადამიანებს გვჩვევია, რომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ვიცით ისეთი რაღაცები, რაც არ ვიცით. საკუთარ თავზე ვინც მუშაობს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არაფერი არ იცის,“- მოცემულ საკითხზე ნინო ამონაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად