Baby Bag

„მძიმე სენს ვებრძვი და დაუჯერებელია, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვიცი, რა წამლებს ვსვამ...ბოლო 6-7 თვეა, როლები გავცვალეთ“

​ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის, მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. როგორც თავად ამბობს, ნინი მას დედასავით უვლის:

„მძიმე სენს ვებრძვი და დაუჯერებელია, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვიცი, რა წამლებს ვსვამ...ბოლო 6-7 თვეა, როლები გავცვალეთ,“ - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ გადაცემა „პრაიმ შოუში“ განაცხადა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

„სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ,“ - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა სტრესულ და ცუდ ქცევას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ ორ ქცევას შორის სხვაობის დანახვა უნდა შეგვეძლოს:

​სტრესულ და ცუდ ქცევას შორის განსხვავება უნდა დავინახოთ. შენ რომ იქცევი ასე, ეს არის სტრესული ქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენს ორგანიზმში ფიზიოლოგიურ დონეზე არის დისბალანსი. თუ გაქვს ალერგია, ასთმა, კოვიდი, ან უბრალოდ სახლში კონფლიქტი გაქვს, ეს გახარჯვინებს უამრავ ენერგიას, რომ ამ სტრესს გაუმკლავდე. რესურსი აღარ გრჩება იმისთვის, რომ იფიქრო მომავალზე. შენ არ გაქვს რესურსი, რომ როდესაც ბავშვი გეუბნება: „დედა, ძალიან მეწყინა რაღაც,“ მოუსმინო. პირდაპირ გადადიხარ იმაზე, რომ მოაგვარო ეს პრობლემა. ჩვენს ემოციებს არ სჭირდება მოგვარება. მას უბრალოდ დასრულება სჭირდება. არავის უნდა, რომ სულ მშვიდად ვიყოთ. სიახლეები, აღმოჩენები, რაღაცის შექმნა გვჭირდება. სტრესი აუცილებელია, სტრესი ყველგან მყოფია. თუ ჭარბი სტრესის ქვეშ ხარ, მუდმივად გეცლება ენერგია, რომ სადღაც რაღაცები დააბალანსოს. შენ აღარ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის აკეთო, რაც გულწრფელად გინდა.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, თუ ვხედავთ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ:

„სულ არის ხუთი ნაბიჯი. პირველი არის ის, რომ ​ცუდ ქცევას შეხედო, დააკვირდე და დასვა შეკითხვები. ახლებურად უნდა შეხედო. ეს არის ცუდი ქცევა, ჩემი შვილი არის გაწონასწორებულ მდგომარეობაში და განზრახ არჩევანი გააკეთა, რომ ასე მოქცეულიყო. შენთვის ეთქვა ცუდი რამ. უნდა ნახო, განზრახ გააკეთა ეს თუ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა რას შვრებოდა.“

„მეორე საფეხურია, რომ ​შევამჩნიოთ, რის გამო იქცევა ასე, რა მოხდა. ეს უამრავ სფეროში უნდა იპოვო: როგორ ეძინა ბავშვს? იქ ხმაური იყო, მამას ელოდებოდა, მამა არ მოვიდა, სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელმა რაღაცაზე გაიცინა. ამას აკვირდები, რომ გაიგო, რა სტრესორებია. შემდეგ ცდილობ, რომ ეს სტრესორები შეამცირო. თუ იცი, რომ შენი შვილი ხმაურზე რეაგირებს, მგრძნობიარეა და ენერგიას აცლის, შეგვიძლია ვიყიდოთ ყურსასმენები, რომელიც ახშობს ხმაურს. ისეთ დროს არ ჩართო გამწოვი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად