Baby Bag

როგორ შეხვდა მამაო ტაძრის ეზოში ჟრიამულით შესულ ბავშვებს - ვიდეო, რომელიც პოზიტივით აგავსებთ

ფოტოგრაფი გოგო ჩანადირი სოციალურ ქსელში ზარზმის ტაძრის ეზოში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

„​ხანდახან, როცა ბავშვები ზარზმის ტაძრის ეზოში შემოჟრიამულდებიან ხოლმე, მამები მათ ეთამაშებიან. დღესაც, პატარებმა კისკისით შემოაღეს კარიბჭე, მამა სპირიდონიც მიუხვდა და ცხელი დღე შხეფებით გაუგრილა. მხიარული წუწაობის გადაღება გვიან მომაფიქრდა,“ - წერს გოგა ჩანადირი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილი მწერალი ჯოან როულინგი 100 000-ს უკრაინელ ბავშვს დაეხმარება

ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა და „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორმა ჯოან როულინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ უკრაინელი ბავშვებისთვის დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა:

„ომი ბავშვობას ანადგურებს და ოჯახებს ანგრევს. lumos-ი მზად არის უკრაინაში, ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ 100 000-ს ბავშვს დაეხმაროს,“- წერს ჯოან როულინგი.

ორგანიზაცია Lumos-ის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „ჩვენი გუნდი მუშაობს ბავშვთა სახლებში ჩარჩენილ ოჯახებთან და ბავშვებთან, რათა უზრუნველყოს ისინი საკვებით, ჰიგიენური და სამედიცინო ნაკრებებით, ეხმარება ყველაზე დაუცველი ადამიანების ევაკუაციის პროცესს, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მხარს უჭერს ოჯახებს, აღმზრდელებსა და მზრუნველებს.“

საქველმოქმედო ორგანიზაცია Lumos-ი ბავშვებს დახმარებას 2005 წლიდან უწევს. 

​წყარო

წაიკითხეთ სრულად