გუშინ „ჩცდ-ში“ გასულმა ნინას გამოსამშვიდობელმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ არ გინახავთ გუშინდელი სერიის ეს 6-წუთიანი მონაკვეთი, ჩაუჯექით და თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ...
ანუკის ფოტოები პარიზიდან - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი
პარიზის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძემ სწორედ იმ ლუქით მიიპყრო ყურადღება, რომელსაც ფოტოებში ხედავთ.
მას იზაბელ მარანტის შალის ქურთუკი, პრინტიანი ფეხსაცმელი, ფართო თეთრი კაბა ეცვა. რაც შეეხება ჩანთას, როგორც ხედავთ, ანუკიმ არჩევანი ივ სენ ლორანზე შეაჩერა.
ანუკის ინსტაგრამის გამომწერები გარდა იმისა, რომ ამ სტილით მოხიბლულები კომენტარებში აღფრთოვანებას ვერ მალავენ, მას ორსულობის შესახებაც ეკითხებიან. როგორც თავად ანუკიმ განმარტა, იგი ორსულად არ არის და ეს მხოლოდდამხოლოდ კაბის ეფექტია.