ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მსუნაგი ბავშვების მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მან უფროსებს ურჩია, რომ ბავშვს წონასთან ან კვებასთან დაკავშირებით უხეში შენიშვნები არასდროს მისცენ:
„თუ ბავშვი არის ზედმეტად მსუნაგი, არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ?“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ: „როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება არავისთან და ბავშვებთან განსაკუთრებით.“
მარი მალაზონიას თქმით, მშობლებმა ბავშვს ულუფის მოცულობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ის თეფშის ზომას მიაჩვიონ:
„ჩვენ შეგვიძლია, რომ ბავშვს ვუთხრათ: შენი ულუფა იყოს შენი თეფშის შუაგული ხაზებამდე. თუ თქვენ ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეაჩვევთ თეფშის ზომას, ეს იქნება ძალიან კარგი. შესაძლოა, ბავშვი მაინც ვერ ახერხებს და ამბობს, რომ ეს სულ არ არის ბევრი ან ცოტაა. თუ სახლში გაქვთ დიდი თეფში და ბავშვს თეფშზე დაუდებთ მის საყვარელ ნამცხვარს, შესაძლოა, ბავშვმა გითხრათ, რომ ეს ცოტაა და დამატება მოგთხოვოთ.“
„თუ თქვენ იგივე პროდუქტს მოათავსებთ პატარა ზომის თეფშზე, მაშინ ბავშვი დაინახავს, რომ მისთვის საყვარელი პროდუქტი გადმოდის თეფშიდან. ასეთ შემთხვევაში ის თვითონვე კრიტიკულად შეაფასებს ყველაფერს და მოერედება იმის თქმა, რომ დამიმატეთ. მას ექნება განცდა: უი, რამდენი მიჭამია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.